FANDOM


სალიკუნაგოგოს გავრცელებული ფორმა მთელს თბილისეთში და შიგადაშიგ, სხვაგანაც.

გამოირჩევა ზედმეტად გამომწვევი მოძრაობით, მაგარი ლ-თი, კლეოპატრას ვარცხნილობითა და მოპუწკულ-მომუწულტუჩებიანი ფოტოების დიდი რაოდენობით. ძირითადად დამახასიათებელია კნინობით-ალერსობითი ფორმები. მაგ: ანა - იგივე ანუკი, იგივე ანუსი, იგივე ანუწკუწკუწკუწკუწკუნები.

მათი პირიდან ხშირად გაიგონებთ ისეთი პიროვნებების სახელებს, როგორიცაა მაგალითად ვინმე ჯასტინ ბიბერი, უფროსი სალიკუნები კი ამჯობინებენ ჯაგა-ჯუგებს, უმოძრაო მოძრაობებსა და ვუუუუუუუ-ს ძახილს. ასევე დამახასიათებელია ტყლარწაობა.