FANDOM


Chernobyl

როცა კვამლი არ ამოდის, ლაბორატორიის თანამშრომლებს თბილათ

როსტოვის ლაბორატორია ეწოდება მკაცრად გასაიდუმლოებულ ლაბორატორიას ჩერნობილში, რომელიც ზუსტად სად მდებარეობს, კაცმა არ იცის. სახელი ეწოდა იმის გამო, რომ საიდუმლოდ დარჩენილიყო, რაც ამართლებს კიდეც. როცა უცხო ქვეყნის ჯაშუშები ინფორმატორებისგან იღებენ ცნობას, რომ ლაბორატორიას "როსტოვი" ჰქვია, ლოგიკურად, როსტოვში ეძებენ მის ადგილმდებარეობას, რაც კრახით სრულდება, რადგან როსტოვში არცერთი ლაბორატორია და არცერთი ბიბლიოთეკა არ დგას.

ლაბორატორიის თავისებურებებიEdit

აღნიშნული ლაბორატორიის დღემდე საიდუმლოდ დარჩენის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ აქ სამუშაოდ წასული ბევრი უნახავთ, უკან დაბრუნებული კი არავინ, რადგან ლაბორატორიის პერიმეტრზე გავრცელებულია რადიაცია და ჰიგიენური ნორმის დაუცველობის შემთხვევაში, ადამიანები სხვადასხვა ცხოველად იქცევიან. ცოცხლად გადარჩენილებს კი ცოცხალი თავით არ უნდათ დაბრუნება, რადგან კარგად ხალისობენ.

Scientists

დაუდევარი თანამშრომლის გახალისება "ლუდის წვეულებაზე"

ლაბორატორიის საქმიანობაEdit

როსტოვის ლაბორატორიაში ვერ შეხვდებით მეცნიერებს, რადგან ეგენი აქ არ სჭირდებათ, უფრო სწორად, ადამიანად ვერ ძლებენ (იხ. ზემოთ). აქ დასაქმებულები ძირითადად გამოცდილი მექალთანეები არიან, რომლებსაც სისხლში აქვთ გამჯდარი ვენ-დაავადებებისაგან თავდაცვის უნარი. ლაბორატორიაში დასაქმებულები მთელ დღეს ზომიერად სმასა და მხიარულებაში ატარებენ, ხოლო ლაბორატორიული ექსპერიმენტები კი თავისთავად ხდება დაუცველ ცხოველებსა და დაუდევარ ახალ თანამშრომლებზე, რის შედეგსაც ბლოკნოტში ინიშნავენ ხოლმე პერიოდულად. გარდა უსაქმურობისა, ისინი იღებენ შეკვეთებსაც სოლიდური ანაზღაურების შემთხვევაში. მაგალითად, ბოლო პერიოდში მიიღეს შეკვეთა და გამოიყვანეს კიდეც მგელჩიტების ჯერჯერობით ბეტა ვერსია მგლებეფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციისთვის როსტოველი მგლებისაგან. აღნიშნულ ცხოველ-ფრინველაზე მუშაობა გრძელდება ა.წ. 21 სექტემბრამდე.

ლაბორატორიული მიღწევებიEdit

როსტოვის ლაბორატორიაში გამოყვანილია ბევრი ცნობილი თუ უცნობი ცხოველისა და მცენარის ჯიში. ესენია:

  • მიჩურინის ვაშლი; (რომელიც მიჩურინმა აღმოაჩინა, როდესაც ნაძვის ხეზე კამის მოსაკრეფად ავიდა და თავზე ბევრი საზამთრო დაეყარა)
  • ვაშლატამა;
  • იხვნისკარტა;
  • ჟირაფი;
  • მგელჩიტა;
  • ჭიანჭველაჭამია
  • ღრძვალბეშო
  • შაითნის ყონყოლი
  • ჟღუდა

და სხვ.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.