FANDOM


პიურეპიურესებრთა ოჯახის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ძირითადად გვხვდება ბლანტი სახით, თუმცა არის ასევე მისი მშრალი სახეობებიც. გარეგნულად წააგავს ნეხვს, თუმცა მისგან განსხვავებით, ღია ყვითელი ფერისაა და არ ყარს. ძირითადად გამოიყენება საჭმელად, თუმცა ასევე გამოსადეგია მისი თეფშის საშუალებით გადატანა ოპონენტთა, უსიამოვნო ადამიანთა თუ უბრალოდ, „შუტკის“ არმქონე პიროვნებათა სახეზე(თუმცა იწვევს არაერთგვაროვან რეაქციას). ასევე უკანასკნელ პერიოდში ფართო გავრცელება ჰპოვა ქართულ აბსურდ-იუმორში და სარგებლობს საეჭვოდ მაღალი რეიტინგით.

ისტორია Edit

პიურე დღეს არსებული სახით პირველად მე-15 საუკუნეში ჩაისახა ერთ-ერთი ფრანგის, გამოჩენილი ბენძოყის, ჟან ფუღკულ დე ლა პიურეს მჩქეფარე ოჯახში და დღევანდელ დასახელებასაც სწორედ მის საპატივსაცემოდ ატარებს. დე ლა პიურემ ასევე სათავე დაუდო დღეს უკვე ფართოდ გავრცელებულ პიუროლოგიას, რასაც შემდგომში გამოეყო პიუროსოფია, როგორც ცალკე დისციპლინა (იმანუელ ჭვანტი - ”ჩვენ და პიურე”). თუმცა არეულობის გამო, პიურე დროებით მივიწყებულ იქნა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე. მანამდე ცნობები პიურეს შესახებ გვხვდება მხოლოდ ცალკეულ მკვლევართა ნაშრომებში, ხოლო მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ის უკვე მოექცა მსოფლიო მეცნიერების ყურადღების ცენტრში და დაიწყო მისი აქტიური შესწავლა და გამოყენება რიგ სფეროებში. 1962 წელს აშშ-ში სრულიად საიდუმლოდ გამოსცადეს პიურეზე მომუშავე ძრავა და გასაოცარი შედეგებიც მიიღეს, თუმცა აშშ-ს მთავრობამ შეაჩერა ეს პროექტი, ვინაიდან ისინი არ საჭიროებდნენ ასეთი მძლავრი საწვავის შექმნას მანამ, სანამ ნავთობი იარსებებდა. 1969 წელს შეიქმნა ზემძლავრი კარაქიანი პიურე(ოღონდ ამჯერად საქართველოში). იგი გაძლიერებული იყო იმ დროისათვის გასაიდუმლოებული სოფლის კარაქით. არსებობს ჭორი, რომ იგი გაიგზავნა ჩაკრულოსთან ერთად კოსმოსში, და ასევე იმავე წელს, აპოლონა 11-ის მიერ ჩუმად ჩატანილ იქნა მთვარეზე, საიდანაც ნასასათვის ჯერაც დაუდგენელი მიზეზებით, მოულოდნელად გაუჩინარდა(სავარაუდოდ, საქმე გვაქვს უცხო ცივილიზაციის ნამოქმედართან). ფაქტების პარალელურად, ვითარდებოდა და იხვეწებოდა პიურეს გამოყენების ტექნიკა. მაგალითად, ლუიზიანას შტატში მცხოვრებმა ვინმე ჯიმ ფხუწმა გამოიგონა მისი მომზადების თანამედროვე ტექნოლოგია, რისთვისაც მიენიჭა თენგიზ ბოძგლდარას საერთაშორისო პრემია.

პიურე და მითოლოგია Edit

ჯერ კიდევ ანტიკური საბერძნეთის პერიოდში გვხვდება ქალღმერთი პიურონია, (რომაული ანალოგი - პიურინე), რომელიც მფარველობდა მარილსა და წყალს(ჰოი საოცრებავ და ეს ორი უკვე პიურეს განუყოფელი ნაწილია). გადმოცემის თანახმად, პიურონია ოლიმპოს ძირში ცხოვრობდა თავის ქოხში და დღე და ღამ ბერძენთათვის უცნობ ნივთიერებას ამზადებდა საკუთარ სპილენძის ტაშტში. ერთხელაც ზევსს გაახსენდა, რომ ოლიმპოს ძირში ვიღაც გადაღრძოებული დედაკაცი ცხოვრობდა და თავის ათასსხივიანი სნოუბორდით სწრაფდაშვება დაიწყო. როდესაც პიურონიას სახლამდე ჩააღწია, იქიდან გამოვარდნილმა მძაფრმა სუნმა შეარყია დიადი ზევსი და ძირს დასცა მოსხლეტით. ”ახლა კი დაგაჯდა სიკვდილის მეხი, წყეულო პიურონია” შესძახა ზევსმა, ეგიდა ზურგზე მოიგდო და პიურონიას სახლს მსწრაფლ მიეჭრა. უწყინარი პიურონია კვლავ უცნობ ნივთიერებას ამზადებდა. ანაზდად ზევსის გრგვინვა შემოესმა, მყისვე მიხვდა, რაც მოხდა და მოხდებოდა, ამიტომ თავის მიქსტურას შეულოცა ”ახტი, დახტი, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში გადახტი და სანამ კოლუმბი არ აღმოგაჩენს, არ ეღირსოს შენი თავი ზევსის შვილებსო”.

პიურეზე ასევე ვაწყდებით ცნობებს არისტოტელესთან, სადაც ის საუბრობს ატლანტიდელებზე. თურმე ატლანტიდელები ენერგიის მისაღებად იყენებდნენ უცნობ ნივთიერებას, რომელსაც ”პიურეს” ეძახდნენ.

ძალიან მცირე, მაგრამ მაინც მოიპოვება ცნობები ქართულ მითოლოგიაშიც. მეგრულ მითოლოგიაში, ტყაშმაფასა და ოჩოკოჩის შემდეგ, ღირსეული ადგილი უჭირავს პიურუშს.

პიურე და ფოლკლორი Edit

ოდითგანვე ცნობილია სხვადასხვა შაირები, გამოთქმები, სხარტულები, ანდაზები და გამოცანები პიურეზე. პირველი პოლიფონიური სიმღერის გაჩენა საქართველოში სწორედ პიურესთანაა დაკავშიებული. პიურეთი შთაგონებულმა ამბაკომ უცბად პირველი დასჭექა, მას მეორე მისცა ასევე პიურეთი შთაგონებულმა ელპიტემ და ვანომ, ხოლო ბანი(იაფი, მარტივი, ხარისხიანი) - ბრძოლვერდი ფუჩუნიამ.