FANDOM


Mgelchita

მგელჩიტა "ალივერებს" გარემოს

მგელჩიტა არის ავზნიანი ცხოველ-ფრინველი, რომელიც გამოიყვანეს როსტოვის ლაბორატორიაში დიდი ძალისხმევის შედეგად. იგი არის ჰიბრიდი შემდეგი ბიოლოგიური ორგანიზმებისა: ალბატროსი, ბუ და მგელი. მისი ავი ზნე მდგომარეობს შემდეგში: თუ არ შია, არ ნადირობს, მაგრამ როცა ნადირობს, მაშინ აუცილებლად შია. ამასთან, ღამე კარგად ხედავს და შეუძლია 1 ღამეში სირბილით თბილისიდან ბათუმში ჩასვლა.

გავრცელების არეალიEdit

მგელჩიტას ჯერ-ჯერობით არ აქვს გავრცელების არეალი, გარდა კოლბისმაგვარი გალიებისა, როსტოვის ლაბორატორიაში, თუმცა მას მალე ექნება სრულფასოვანი გავრცელების საშუალება, თავდაპირველად ქალაქ თბილისში. საქმე იმაშია, რომ მგლებეფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის[1] ორგანიზატორებმა ძველი ბიჭების დაკვეთით დაუკვეთეს ზ.ა. ლაბორატორიას ამ ჯიშის გამოყვანა სპეციალურად ამ დღისთვის. ამ ქმედებით ცდილობენ ქალაქის მტრედების მგელჩიტებით ჩანაცვლებას.

ცხოვრების წესიEdit

მგელჩიტა კრისტალი ცხოვრებით ცხოვრობს, სხვა ქურდული[2] და მასთან დაკავშირებული ცხოველების[3][4] მსგავსად, თუმცა მისი აგებულების გამო, აქვს მკვეთრად გამორჩეული მანერები. მაგალითად: ფრენისას მხრებში მოხრილი, აწურული დაფრინავს, ხოლო მიწაზე დაშვებისას იცუცქება და ასევე მოძრაობს. მისი ფეხის თითები საცურაო აპკითაა გადაკრული, ბუმბული კი ცეცხლგამძლეა და წყალში არ სველდება, პირი და სახმო აპარატი კი ცხოველისაა და ფრინველებისაზე უკეთ განვითარებულია. შესაბამისად მგელჩიტები ხეებზე არ ჯდებიან, არ იწვებიან, წყალშიც არ იძირებიან და ბაზარშიც არ იჭრებიან.

მასთან მოქცევის წესიEdit

მგელჩიტები არ არიან აგრესიულები, მანამ, სანამ...

  • როცა საჭმელს "უგრევებ" და არა გადაუგდებ(!);
  • როცა მაძღრად არიან;
  • როცა ჩაკუზული ხარ;
  • როცა მის პირადს არ ეხები;
  • როცა მწყერჩიტაში არ აგერევა (ეს ძალიან სწყინთ);

ჩანჩქერები Edit

  1. https://www.facebook.com/events/393087627470871/393109000802067/
  2. http://anciklopedia.wikia.com/wiki/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90
  3. http://anciklopedia.wikia.com/wiki/%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90
  4. http://anciklopedia.wikia.com/wiki/%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%98

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.