FANDOM


Pet pursuit

კატა — ქურდული ცხოველი, კრისებს დასდევს და ძაღლებს გაურბის.

ძველ ეგვიპტეში კატა ამუნ რას მარცხება ხელი იყო და მას ამუნიას მიერ დახოცილებს სწირავდნენ, ხოლო იგი მარტო ცხვირებს აჭამდა. მოგვიანებით, ერთმა დაკვირვებულმა არაეგვიპტელმა ვეფხვი დაინახა და ეგვიპტელები მიხვდნენ, რომ კატა ღმერთის მარცხენა ხელი ვერ იქნებოდა, რადგან ვეფხვის კარიკატურას ჰგავდა, ხოლო კარიკატურა არ შეიძლება ღმერთთან დაახლოებული იყოს. იგი პანთეონიდან მოჰკვეთეს, ხოლო მის სანაცვლოდ ვეფხვები არ გაუღმერთებიათ და ამუნ რა დარჩა ისე, როგორც დღეს არის.

თუმცაღა, მავანნი მაინც ამბობენ, რომ კატა მიცვალებულების ცხვირებით იკვებებაო, ხოლო თაგვებს არაფერს უშავებს და მეტიც, ეთამაშება კიდეცო.

ფობიებიEdit

კატების დაუძინებელი მტრები ბავშვები არიან. ვინაიდან, კატის სხეული ღუნღულა ბუნდღით არის დაფარული, ეს ბავშვს აღაგზნებს და უმწეო ცხოველს კუდით თავისკენ ექაჩება. კატის ბუნდღას აქვს სასწაულმოქმედი თვისება - სიბნელეში ხელის ფათურისას ნაპერწკლებს ყრის. ამ თვისების სასწაულებრიობა რაში გამოვიყენოთ, არ ვიცით, მაგრამ ფაქტი ჯიუტია!

ცხოვრების დეტალებიEdit

საყოველთაოდ ცნობილია, რომ კატების სამუშაო კვირის დასვენების დღე არის პარასკევი, რადგან ამ დღეს საკვებს ვერ მოიპოვებენ და დასვენებას ამჯობინებენ. ამ ფაქტის ანდაზირება მოხდა შემდეგი წინადადებით: "კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო".