FANDOM


Idiocracy2

ბრიტანელი მეცნიერები ეკვადორის სიმპოზიუმზე

ბრიტანელი მეცნიერები — ისეთი ადამიანების ჯგუფი, რომელიც მუდამ სიახლის ძიებაშია, მაგრამ ვერაფერსაც პოულობს - თუ მოხდა და აღმოაჩენენ, ისიც ტრუხა ფაქტი გამოდგება. ბრიტანელი მეცნიერები წარმოშობით მოზამბიკელები არიან და არასდროს დაუდგამთ ფეხი დედამიწის ჩრდილო-ნახევარსფეროზე, რადგან ეკვატორის გადალახვისას თავბრუ ეხვევათ. აღნიშნული ნახევარსფეროს მაცხოვრებლებს ისინი უკუღმართებს უწოდებენ.

საქმით ნათქვამიEdit

ბრიტანელმა მეცნიერებმა ბევრი რამ აღმოაჩინეს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანეს, თუმცა მრავალი რამ კვლავ საეჭვო ბურუსითაა მოცული და აოცებს მნახველთ. ისინი დაუღალავად შეიმეცნებენ გარესამყაროს და მუდამ ახალ-ახალ აღმოჩენებს გვთავაზობენ. მაგალითად, ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ:

  • თუ ველოსიპედის პედალს საათის ისრის მიმართულებით დაატრიალებთ, ველოსიპედი დაიძვრება, ხოლო თუ საწინააღმდეგოდ - მუხრუჭდება;
  • მაგრამ არსებობს ველოსიპედის სახეობები, რომელთა პედლების საათის ისრის საწინააღმდეგოდ ტრიალისას არაფერიც არ ხდება;
  • თუ საზურგიან სკამზე უკუღმა დაჯდებით, ნიკაპით შეგეძლებათ საზურგეს დაეყრდნოთ;
  • რაც უფრო მეტჯერ ეცინება ადამიანს, მით უფრო მალე სწყინდება ხუმრობები;
  • თუ კატას სიბნელეში ხელს ზურგზე გადაუსმევ, ნაპერწკლები გასცვივა;
  • როცა მთვრალი ხარ, დროზე უნდა დაწვე, თორემ ჩაქვრება შუქი და დაიწყებ ბოდიალს;
  • აფრიკაში სასმელი წყლის დეფიციტია;
  • თუ ჩაიცუცქები და რამენიმე წუთის მერე უცებ გაიმართები, თავბრუ დაგეხვევა;
  • ჰაერზე უფრო დიდხანს გასძლებ, ვიდრე წყალში;