FANDOM


ბოროტი ბებო არის პენსიონერის ნაირსახეობა. მისი მიზანი უცნობია და არც რამე კონკრეტული ამოცანა გააჩნია. ბოროტი ბებო ავტობუსის ერთ-ერთი საშიში მაკროორგანიზმიც არის.

ბოროტი ბებო ესხმის ნებისმიერ ადამიანს, რომელზეც რამე სახის ეჭვები უჩნდება. საყვარელი მიზანია "გაფუჭებული ახალგაზრდობა". ბოროტი ბებოების შეკრების ადგილია საცხოვრებელი კორპუსების ან ზოგადად სახლების წინ მდებარე სკამები და სკვერების, პარკების ეზოები.

ჯგუფის გარდა, საშიშროებას წარმოადგენს ცალკე აღებული ბებოც. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მას ჰყავს ერთგული დაცვის რაზმი, რომელიც ბოროტი ბებოებისგან შედგება.

ხშირ შემთხვევაში ასეთი ბებოები ქვრივები არიან ან გაუთხოვრები.

მთელი მსოფლიოს ბებოები ერთმანეთთან გაერთიანებულები არიან ერთიანი ქსელით - ბებონეტით, რომელიც მართავს მათ გონებას.