FANDOM


Twilightfuflo

ერთ-ერთი ტომი, „ფუფლო ბინდი“

ბინდი — გაუმართლებლად სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს) რომანების სერია. დაიწერა არც თუ დიდი ხნის, მასონ, სატანისტ, მორმონ და ა.შ. პროზაიკოს სტიოპა მაიაკოვსკის მიერ. რომანებში საუბარია ვამპირებზე - რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს ძილის წინ ეს ისტორიები არ უნდა მოუყვეთ. თუმცა, ავტორის სასიკეთოდ უნდა ითქვას, რომ მან იმდენად შეაზიზღა ხალხს ვამპირები, რომ ჯოჯოხეთში ედვარდ კალენთან შეხვედრის შემდეგ ყველა ვამპირი ამ უკანასკნელს თავად გამოუტანს განაჩენს (ნაწყვეტი ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებიდან).

რა ხდება Edit

როდესაც 2000 წელს თავის გადაცემაში კოკა ყანდიაშვილმა სტიოპას ჰკითხა, თუ რა ხდება ამ რომანებში, ავტორმა აუხსნა სიუჟეტი:

ბინდი: ფუფლო ბინდი Edit

ამ ნაწილში ედვარდ კალენი გაიცნობს ბელა სუონს, რომელსაც შემდეგი ოთხი თუ ხუთი ან შეიძლება 21 წიგნის მანძილზე (გააჩნია, რამდენ ტუფტას დაწერს კიდევ სტიოპა) ფარული ერექცია აქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგი ედვარდს გამუდმებით ეპადხოდება. ედვარდი კი ნამდვილი ქართველი მამაკაცია, იცავს ტრადიციებს და ქორწილამდე მხოლოდ ონანიზმით არის დაკავებული. ქორწილამდე იგი სქესობრივი აქტების განხორციელებას არავისთან ცდილობს.

ბინდი: ახალი გადასახადები Edit

ვინაიდან ჯერ ქორწილი არ შედგება, ედვარდი დროს ატარებს სამარხვო ტორტების კეთებაში. მის ამ საქმიანობას იმხელა ელექტროენერგია ეწირება, რომ შემდეგ თვეში მოსდის დიდი ანგარიში, რაზეც მიბმულია ნაგვის გადასახადი. ედვარდი ბრაზდება და მიდის ამბების გასარკვევად შესაბამის უწყებაში. მას შეუყვარდება თელასის თანამშრომელი გოგონა.

ბინდი: დამევსოს თვალები Edit

ეს წიგნი შედგება 1 თავისგან. იმის შესახებ, რაც წინა წიგნში მოხდა, შეიტყო ბელა სუონმა და აღშფოთდა. გარდა ამისა, მან მკაცრად დაგმო ედვარდის ქმედებები და მოუწოდა, დაანებოს თავი თელასის გოგონას დევნას.

ბინდი: ვარჯიშები კუს ტბაზე (განთიადზე) Edit

მას შემდეგ, რაც თელასის გოგონამ შეიტყო ედვარდის ნამდვილ შეყვარებულზე, დაშორდა მას. ედვარდი კიდევ 1 წელი უნდა ელოდოს ბელასთან ქორწინების დღეს. ამიტომ ცდილობს, მოზღვავებული ენერგია დახარჯოს სხვა რამეში. იგი დადის ტრენაჟორებზე და დარბის კუს ტბაზე. რა თქმა უნდა, განთიადზე.

კინო და დოლ-მუზიკა Edit

კინო Edit

ფილმი „ბინდის“ შესახებ ჯერ არ გადაღებულა, ვინაიდან მისი სცენარით არავინ დაინტერესებულა.

დოლ-მუზიკა Edit

მას შემდეგ, რაც ბევრმა მუსიკოსმა მიუძღვნა სიმღერები ამ რომანს, მათი წარმატება სულ ქვევით და ქვევით მიდის.

საითები (საი„თ“ი არა, სარკო„ზმა“ კიდევ) Edit