FANDOM


გეიტსი ეწოდება ადამიანს, რომელმაც სხვისი ნერვების ხარჯზე იშოვა ფული.
Geitsi

ბილ გეიტსი ფლოპის ფირფიტის ფონზე

"გეიტსს" ხშირად წინ ურთავენ ზედსართავ "ბილ"-ს, რაც ერთიანობაში - ბილ გეიტსი, ნიშნავს "ბილი, რომელმაც სხვისი ნერვების ხარჯზე იშოვა ფული". ბილ გეიტსის ძირითადი დანაშაული მაინც იმაში მდგომარეობს, რომ მან ფანჯარა გააღო კომპიუტერულ სამყაროში, რომელიც წყალქვეშ მდებარეობს.

ცხოვრებისეული კურიოზებიEdit

ბილ გეიტსს ცხოვრებაში ბევრი კურიოზი გადახდენია, მათ შორის მწარედ აგონდება Windows 2000-ის პრეზენტაციაზე სიტყვის "ეს არის ყველაზე სწრაფი, მოქნილი და მდგრადი ოპერაციული სისტემა", წარმოთქმისას ზ.ა. ოპერაციული სისტემის მიერ სიკვდილის ლურჯი ეკრანის გამოტანა.

ბილ გეიტსვე ეკუთვნის ცნობილი კომიკური ფრაზა: "64 კილობაიტი ოპერატიული ყველას ეყოფა"!

ცხოვრებისეული ბოღმაEdit

ბილ გეიტსი კმაყოფილია იმ ადამიანებით, რომელთა ნერვების ხარჯზეც იშოვა ფული, მაგრამ თავის უკმაყოფილებას ავლენს ყველას მიმართ, ვისი ნერვების ხარჯზეც ვერ იშოვა ფული. ამიტომ მის ოპერაციულ სისტემებში ასემბლერის დონეზეა ჩაწერილი კოდი, რომელიც ჩვენს კომპიუტერს პერიოდულად ჭედავს, ურევს, ზოგიერთ პროგრამას არ უშვებს და ამგვარად, მაინც გვიშლის ნერვებს, თუმცა ამ გზით მაინც ვერ შოულობს ფულს.

მისიაEdit

ბილ გეიტსის მისია 2011 წლის 5 ოქტომბრამდე იყო სტივ ჯობსის კონკურენტობა. თუმცა ამ უკანასკნელის უკანასკნელმა მარკეტინგულმა ხრიკმა ყველა შანსი მოუსპო. ბილ გეიტსი ამჟამად დაკავებულია ფლოპების შეგროვებით.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.