FANDOM


ბერა

შენ უსმენ ბერას? არა? კიდევ კარგი...

ალბინოსი ნიანგი

ბერას ნახევარძმა (ბიძინა ივანიშვილს იგი ეყოლა თოვლის ბებოს დაფეხმძიმების შედეგად)

ბერა — დიხლოფოსის ცნობილი მომხმარებელი (ამის გამო მიიღო თმის ასეთი ფერი). მიხეილ ცაგარელის შეგონებების შემდეგ, 5 წლის ასაკიდან დაინტერესდა რეპით, თუმცა ამ საქმეში კარგი არაფერი გაუკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ შეკრიბა მრავალათასიანი დარბაზები და სტადიონები, ერთი ერთზე სხვა რეპერებთან შეჯიბრებისას ჩაისვარა, რის გამოც ამჟამად იმალება ჩუკოტკაზე.

ბიოგრაფიაEdit

როდესაც დაიბადა, უკვე პოპულარული იყო. ამის გამო ბევრი ტილი ესეოდა. ამიტომ მამამის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, დააყარეს ბევრი დიხლოფოსი. სწორედ ამის გამო ბერა გათეთრდა, თუმცა სინამდვილეში ზანგობა სურდა.

შემსრულებლის სკოლის წლები ბიოგრაფებისთვის საინტერესო არ არის, თუმცა დაახლოებით 15 წლის ასაკში ვაჟიშვილობა დააკარგვინა მამის ქარხანაში მუშაობამ.

დაასრულა რა საშუალო განათლების მიღება, მიხვდა, რომ სხვა რეპერებივით სურდა განათლების გარეშე დარჩენა, ამიტომ უმაღლესსა და სხვა ადგილებში არ შესულა (თუმცა საამისოდ საკმარისი ფული ჰქონდა). თბილისში გახსნა კლუბი, სადაც ჩამოჰყავდა საყვარელი რეპერები და სხვებს არ უჩვენებდა (ანუ თვითონ იჯდა და უსმენდა).

მოგვიანებით საკუთარი სიმღერების შექმნაც სცადა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, სანამ მამამისმა არ გადაუხადა ფული მუსიკის ღმერთ აპოლონს, რომელიც ბერას ოფიციალური კომპოზიტორი გახდა. გავიდა დრო და ბერას რამდენიმე სიმღერა მოეწონა დაახლოებით 10 ადამიანს (მეათეს 1 ყური აკლდა და გახდა ბერას ყურმოჭრილი მონა).

ბიძინა ივანიშვილის აღზევების პერიოდში ბერა მამას ყველგან დაჰყვებოდა და მღეროდა პროპაგანდისტულ სიმღერებს, რის გამოც იგი მთელმა ქვეყანამ შეიყვარა (იმათმაც კი, ვისაც რეპი ეზიზღებოდა). სოციალურ ქსელებში ერთ ადამიანს ვერ ნახავდით, რომელსაც არ ჰქონდა ბერას გვერდი გამოწერილი - მიუხედავად იმისა, რომ რეპი ღრმად და კონკრეტულად ცალ ფეხზე ეკიდათ.

როდესაც ბერა ერთი ერთზე გამოიძახეს თბილისის დამსახურებულმა რეპერებმა, მან ბრძოლა წააგო (ტოქსისთანაც კი). ამიტომ 2014 წელს საქართველოდან გაიქცა და ჩუკოტკაზე დასახლდა. თუმცა, იქ ამჟამად აბრამოვიჩი ავიწროვებს, ვინაიდან ბერას ეზოში საკუთარი იახტის დადგმა სურს. ბერამ 5000 კი გადაუხადა, მაგრამ აბრამოვიჩმა მაინც აიჩემა, რომ იახტამ ბერას სახლზე უნდა გაიაროს. ასე და ამგვარად, ბერას ვერ მოუშორებია ეს ჭირი (აქ კაცი გაიცინებდა, თუმცა ჯერ ადრეა).

თუ ივანიშვილზე ხუმრობები არ გეყოთEdit

იხილეთ მიხეილ სააკაშვილი.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.