FANDOM


Crying baby

დემონი მოქმედებაში: ულტრაბგერათაქმედება

ბავშვი არის პატარა დემონი, რომელიც ნადირობს ტკბილეულზე, ძუძუზე, ნერვებზე და სიჩუმეზე. იგი აღჭურვილია ულტრაბგერითი იარაღით. დროდადრო, როცა საკბილო შემოელევა, ულტრაბგერების გამოცემით იგი ზემოქმედებას ახდენს ადამიანებზე. აღნიშნული ზემოქმედება, ადამიანთა სქესის შესაბამისად, არის ორგვარი:

1. გოგოზე და ქალზე მოქმედებს როგორც სალბუნი, ადუნებს გოგო(ები)სა და ქალ(ებ)ის ყურადღებასა და სიმკაცრეს, უჩენს თანაგრძნობას ბავშვის მიმართ და ადვილად დაყოლიებადს ხდის მათ. დაყოლიების შემდეგ ისინი ბავშვს უსრულებენ ნებისმიერ ამაზრზენ სურვილს.

2. ბიჭზე და კაცზე მოქმედებს როგორც ხორკლი, ნერვიულად აღაგზნებს მათ, რაც იწვევს უკუყვირილს ან, უკიდურეს შემთხვევაში, ფიზიკურ კონტაქტს დემონის მოსაშთობად. ფიზიკური კონტაქტის დროს ზოგჯერ გამოიყენება ქამარი და/ან კუთხეში მიყენება და/ან დახვრეტა.

გავრცელების არეალიEdit

ბავშვი ბინადრობს ბაღებში, ჯურღმულებში, ილუზიებსა და ჭოჭიალებში. ის ეტევა ყველგან, სადაც ვერ შეეტევა მოზრდილი არსება. იგი ასევე გვხვდება შავ იუმორში ნახსენებ ელექტროღუმელში, მიკროტალღოვან ღუმელში, მარილიან ტომარაში და სხვ. ზანგი ბავშვი გვხვდება თანამედროვე გურჯულ ოჯახებში - ძირითადად იმის გამო, რომ ქართველ გოგონებს მიაჩნიათ, თითქოს ზანგს უფრო გრძელი აქვს. რა თქმა უნდა, საუბარია ქორწინებაზე. აბა თქვენ რა იფიქრეთ?

თვისებები და გამოყენებაEdit

ბავშვი არის ფუმფულა, ღუნღულა და ტიტინა, მაგრამ ეს მხოლოდ მიმიკრია, ძირითადად დედალი ადამიანების მოსათაფლად. ბავშვი გამოიყენება სასეირნოდ, ცირკში წასაყვანად, კაი პურის მჭამელების მიერ წასულების სადღეგრძელოს მერე სათქმელად, ასევე ბავშვის მიერ სუფრაზე ლექსის სათქმელად, ხოლო ბატები თავად გამოიყენებენ საკვებად.